რჩეული სტატია |
ყოვლისშემძლეობის პარადოქსი არის ფილოსოფიური დილემა, რომელიც წარმოიქმნება ყოვლისშემძლე ქმნილების არსებობის დაშვებისადმი ლოგიკური მიდგომით. კერძოდ, პარადოქსი იქმნება შეკითხვის დასმისას:
- შეუძლია თუ არა ყოვლისშემძლე ქმნილებას საკუთარი ყოვლისშემძლეობის შეზღუდვა?
ზოგიერთი ფილოსოფოსის აზრით ეს პარადოქსი ამტკიცებს იმას, რომ შეუძლებელია ამგვარი არსების არსებობა; სხვებს კი მიაჩნიათ, რომ პარადოქსი იქმნება ყოვლისშემძლეობის კონცეფციის არაზუსტი გაგების გამო. პარადოქსი ემყარება აბრაამისეული რელიგიების ღმერთის განსაზღვრებას, თუმცა ეს აუცილებელი პირობა არ არის. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ფილოსოფოსებმა ამ პარადოქსის ფრაზირება მრავალი ფორმით სცადეს, რომელთა კლასიკური მაგალითია: “შეუძლია ომნიპოტენტურ არსებას შექმნას ქვა იმდენად მძიმე, რომ თავად ამ ომნიპოტენტურმა არსებამაც ვერ ასწიოს?” პარადოქსის ამგვარი სახით ფორმულირებას რამდენიმე ხარვეზი აქვს, თუმცა როგორც ყველაზე განთქმული ვერსია, ის თვალსაჩინო ილუსტრაციაა ამ პარადოქსის ანალიზის სხვადასხვა მეთოდებისა. (...სრულად)
- სურათზე: იბნ რუშდი (1126-1198), ერთ-ერთი პირველი ფილოსოფოსი, რომელმაც ყოვლისშემძლეობის პარადოქსი წამოაყენა.
|
იცოდით, რომ... |
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
|
|
|